მუზა, აძგერებულ სევდას დანებდება...
ტირის როიალი, გრძნობას, მონატრებულს... შენს სულს ესარჩლება, მთვარე გაბადრული, თუმცა სიმარტოვე ეძნელება. ღამე სონეტები, ქარში ირხევიან, ნაგრძნობ ამინდებში სევდა ურევია, შენით შეგრძნობილი წამი ულევია... როცა ნაგრიგალარს, ცრემლი მოგერევა,ნაზად მოცურავე, გრძნობის ეტლი შენთან გაჩერდება და შენ.... მას გაჰყვები, როგორც მებადური... როცა დღის ნაფიქრალს წვიმა დამისველებს, მუზა აძგერებულ სევდას დანებდება... ნინო გოგოლაძე.11.09.2024წ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი