სიყვარულზე რა უნდა გითხრა....
გრძნობის ნაპრალებს,წუხილი ავსებთ და ისევ იწვის, ის, მაყვლის ბუჩქი... სიწმინდე სწვდება მაღალ მწვერვალებს, სულს აღგიშფოთებს,მისი ძახილი... დაირწევიან,როცა ვნებები, ნიავს გაჰყვება,შენი ფიქრები... შენში მოვარდნილ ყველა ზმანებას, ჰქონია,რადგან ცასთან კავშირი, სულ მარტო რჩები,როგორც მგოსანი და როგორც ქრისტე განაწამები.. რა უნდა გითხრა მე სიყვარულზე? ან თავგანწირვის, რა უნდა გითხრა? შეხედე კარგო მთვარეს გაბადრულს, ან მზეს ძვიფასო, შენთვის განგმირულს... ნინო გოგოლაძე.13.10.2024წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი