გაირინდე...


ჭეშმარიტება სიმარტივეშია
 და სწორედ, ჩვენი მედიდური ბუნების გამო გვიჭირს, მისი დანახვა, 
თითქოს, დრომ შთანთქა უბრალოება,
ან, იქნებ თვითონ დავასამარეთ...
რომ გითხრა, რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტი ჩოჩორზე ამხედრებული ივლისთქო, 
სასაცილო იქნება... სწორედ სახედარზე ამხედრებული  ღმერთი იხილა კაცობრიობამ.
უარყო სინათლე, იქნებ, ვერ დაინახა, ან იქნებ დაინახა და სიკაშკაშემ დააბრმავა?
დიდების უარმყოფელი,
დიდების მოყვარემ,  ადვილად დაგმო?.

დაიქუხა,
გაირინდე...
დამწუხრდი...
საკუთარ სულმა გამხილა
და საკუთარ სულმა დაგამწუხრა...

მას შემდეგ დრო სწრაფია,
ქაოსი მძაფრი,
ქარი კი,შმაგი,

თითქოს, უმიზნოდ ბრუნავს
დედამიწა...
მიზანი კი, 
არასოდეს ყოფილა,
ასეთი ცხადი,
მას სურს,
დაგიხსნას,
ცნობიერების
ტყვეობიდან..
            ნინო გოგოლაძე.           14.10.2024წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი