მზის ნაფიქრალს...


შემოდგომა სიყვარულის სასმისს შესვამს,
აისები სატრფიალოს დაუკრავენ,

მზის ნაფიქრალს გადაიწერს როცა წვიმა, იდარებენ...იდარებენ ამინდები,
მარადის ცა...შეუდრეკელ გრძნობით სავსე, 
ნამზეურებს ღვთიურ ხმაზე ააჟღერებს...

კეკლუც ფიქრებს  ნაზად დაღვრილს...
არ სრულდება აღმაფრენა მაღალ ცის და არც ზღვის ღელვა დასრულდება არასოდეს...
ლაჟვარდებზე,  ცის გრძნობებზე, სხვა დროს გეტყვი, როცა მთვარის მარტოობა დასრულდება..
                       ბბ    ნინო გოგოლაძე 15.10.2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი