ნიავის ალერსი წრფელია...
ქარის ვნებები, შეცნობილ წამიდან, ენდობი განთიადს, შეიგრძნობ, ცის განცდებს... გრძნობადი წამია... გრიგალი წალეკავს, ამ უგრძნობ ფორიაქს, რომელიც მწველია... ვჭირდებით ერთმანეთს და გარეთ ქარია... ცის სუნთქვას შევიგრძნობ, ნიავის ალერსით, შენ, მაინც მშფოთვარე ფიქრები, სხეულზე დაგდიან... ყვითელი ფოთლები კარდაკარ დადიან, გამცნობენ სიყვარულს, რომელიც მარადის ჩრდილია... მზის ტრფობა, ნიავის ალერსი წრფელია... 17.10.2022წ ნინო გოგოლაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი