ლაჟვარდთ ტრფიალი.


კვალინდებურად ირხევიან ალვის ხეები
და თითქოს ნისლში ეხვევიან  მათი ფიქრები,
ამაოებით გათანგული წუთისოფელი,
გრძნობების ხმაზე ნაფიქრალით  ატირებული.
როგორ უხდება ნისლიან ცას ლაჟვარდთ ტრფიალი,
ღამე ცივია,მდუმარეა, უდრეკი ლტოლვით,
დღეს ცალმხრივია სრულყოფილი გრძნობის განცდები,
აკრთობს ღრუბლებში ცას, ასეთი, მისი ნავარდი.
ყველა ცდუნებას, ყველა ცოდვას სიკვდილი ფარავს...
შენ კი, ძვირფასო, ცის დარდი
და სიყვარულის გქვია ტკივილი..
                                        ნინო გოგოლაძე. 20.10.2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი