წყურვილი...


დანამულ ფოთლებზე მზის კვალი დიდია,
მუზები,ელტვიან ნაწვიმარ ამინდებს,

 და გრძნობის ტილოზე მოქარგულს,
 მზეები  ეტრფიან სიწრფელეს...
ოჰ, როგორ მძაფრია,
წყურვილი სრულყოფის..

ყვითელი ფოთლების მღელვარებს იმედი,
 დათოვლილ მწვერვალებს,
სცოდნიათ ნუგეში,
სიწრფელე ამშვენებთ,
ცის ეტლში,
მსხდარ სტროფებს...
                     ნინო გოგოლაძე.20.10.204წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი