***


ცის ფიქრი გქვია,სიყვარულის ტკივილი კარგო,
ღრუბელი წვიმით ეპკურება, შენს სულს
სამყარო...
და თითქოს ქარი ფორიაქობს არწევს მზის აკვანს,
ახლა სამყაროს ქაოსებში სიფაქიზე წევს,
მდუმარე ლტოლვით მოთმინება სულს აუთრთოლებს,
ანთებულია გონის ლამპა გრძნობისსადარი.
უსასრულობით იდუმალი ფიქრები გელტვის,
სადა ხარ ამ დროს,ქარი არხევს ღამეებს კარგო...
მთრთოლვარე მთვარე, სიუხვეა ზეცის ტილოზე,
შენ კი, ძვირფასო, სიყვარულის ტკივილი გქვია..

ვარდთა ფურცლები მზეს დასცვივა შემოდგომიდან,
მიუსაფარი მგზავრი დგახარ წუთისოფლიდან,
სიცოცხლის ძახილს ცის სიწმინდე ამკობდა ოდით...
                                       25.10.2022წ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
გოგოლაპროფესიით თბილისელი 1 წლის წინ

yochag kai leqsia

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი