შენზე ფიქრით...
მზის ალერსით შემკულ ღრუბლებს, სიფაქიზე სდევთ, შენ კი, კარგო თუ გაჰყები, გრძნობის ტბაში მოცურავე ეტლს, სიღრმე არის უსასრულო, ნაკადია ცის, უსაზღვრობით გალაკტიკა დაგიმშვენებს გვერდს...ქარის მსუბუქ ფორიაქებს გადაჰყვება დღე, იქნებ გაჰყვე, ცის ნაპირებს, მთვარესა და მზეს... მზის ალერსით შემკულ ღრუბლებს, სიფაქიზე სდევთ, კაეშანი სულ დაჰყვება ღრუბლის ტბაში, შენზე ფიქრით, მოლოდინით განაწამებ ეტლს... ნინო გოგოლაძე.26.10.2022წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი