ცის გრძნობები, მუზის ეტლით...


"სიცოცხლეო, როცა ასე ღელავს, ტოკავს განთიადი,
მე გშორდები...დაგვიანდი...ახლა დროა... წადი, წადი"...

როცა ქარი ნაალერსალს შეეხება ნაზად ჭადარს,
იდუმალი მირაჟებით ვარსკვლავები სწყდება ზეცას,
მთვარით ნაგემ სიმარტოვეს ასაზრდოებს გრძნობად წყება...
ჩვენ დინებას მივყვებით...და გამოგვრიყავს, გამოგვრიყავს,
კართან მოდგა შემოდგომა,
გრძნობით სავსე..ქარებს გვაბნევს,
ჩვენ კი, ისევ ცას შევყურებთ,
დინებას კი, მივდევთ,მივდვდევთ,
ცის გრძნობები მუზის ეტლით,
ხან გვიცდის და ხანაც გველტვის...

                                    ნინო გოგოლაძე. 26.10.2022წ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი