ნუ, შეგაშინებსო განშორება!
მეფიქრები, როგორც ცის თავგანწირვა, მარტოობისთვის განწირული... ოჰ, ეს იდუმალება, ისევ, ამიყოლიეს შენზე ფიქრბმა, ნუ, შეგაშინებსო განშორება, მიჩურჩულეს და გამშორდნენ. წლები იჩქარიან, უმწეოა დედამიწა დროის წიაღში. ჩვენ, პეპლებივით ვფარფატებთ, როცა ცისკარი ჩვენში კაშკაშებს.. მისივე განცებით ვგრძნობთ აპრილს და განშორებას, გაზაფხული,უმზეოდ არასოდეს აახმიანებს გრძნობის სიმებს, გრძნობით ანთებულს, ეტკბილება დედაბუნება. და ჩვენ...ჩვენ წვიმის გუბეში ჩავარდნილებს ვგავართ, მზის სხივი რო ვერ ხვდება ისეთებს, მკრთალად ვხედავთ, როგორ ბრიალებენ გრძნობის ალები, მზე კი, ისევ თავს წირავს, შენს სიყვარულს... ნინო გოგოლაძე. 29.10.2022წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი