ელიან გაზაფხულს.


გრძნობების წიაღში, 
ვნებების ქარიზმა,
იღვრება ფიქიზად..
და როცა ფიფქები,
მზეს გულზე ადნება,
მგონია სიწრფელე,
გეხება...
ცის ლტოლვას,
ზღვის ღელვა,
 სინაზით ეხვევა...
მე ახლა შენს სულს ვჭვრეტ,
ღრუბელის სარკმლიდან,
თვალს ვერ სწყვეტ საწუთროს,
პლანეტებს სიყრუე დაჰყვებათ ოდითგან...

წლები კი, გადიან, 
ქარების ხმაურში,
ცის ლტოლვა,
იცვლება დარდებით,
ზღვის ღელვა,
ბობოქარ ფიქრებით...

ღრუბელის სარკმლიდან,
სული ჩანს შიშველი,
როგორც ხე ზამთარში...
ელიან გაზაფხულს,
შიშველი ხეები...
შემოსავს სამყაროს,
ისევ ცის გრძნობები.

                      ნინო გოგოლაძე.28.10.2024წ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი