სიყვარულს მთელი კანონი ეფუძნება.
მრავალწერტილს ვსვამ, როცა ხეებს ფოთლები სცვივა, მდუმარება იპყრობს ჭადრებს. ვფიქრობ...მტვერი გაცოცხლებამდე და სიცოცხლე სიყვარულამდე... უძილო ღამეები ფიქრებს ლამაზად უერთდება, არსზე საუბრობენ, სიცოცხლის დაუკებელ წყურვილზე.. ამ დროს ყურადღებას გარედან შემოსული ხმაური მიფანტავს... ამაოებით დანისლული დღეები... დაკარგული ედემი და დაკარგული სიყვარული,მარადიული, სრულყოფილი.. თეთრი ღაამეები იდუმალი მირაჟებით, ჩემს ფიქრებში ფორიაქობენ... ფიქრებთან საუბრისას, ცისკარივით ენთებიან და მზესავით კაშკაშებენ.. ფიქრები თითქოს ერიდებიან მათთან დებატებს, უფრო სწორად რომ ვთქვა ერიდებათ... ღამე სიყვარულის კანონს ციტირებს, რაც სიცოცხლის გარანტიაა... სიყვარულის,რომელიც ცვალებად ჩრდილს არ ჰგავს... ცაში ვარსკვლავი ენთება და მიწაზე ვარდება..ეს აქვს კანონად... ღამე მეკითხება: -რა არის ადამიანის კანონი? -ორ წუთიანი დუმილის შემდეგ ვპასუხობ, რომ სიყვარულს მთელი კანონი ეფუძნება, რომ ის სულგრძელია... ღამე სრულყოფილად თენდება, რაც თვალს მჭრის, ვარსკვლავები მორჩილად სწყდებიან ცას,ეს არის მათი კანონი, რითაც დღეგრძელნი არიან... როცა უკანონობის მოქმედდნი, გრიგალებს ინკიან... ნინო გოგოლაძე. 05.11.2022წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი