***


შენ შეგიძლია გაზაფხულთან გაბაასება,
სიბრძნით შემოსილ ყველა ზმანებას,
მარადისობის კვალი ატყვია...
არსობის ზღაპარს,
 დაგიწერს მთვარე,
სადაც მთავარ როლს შენ შეასრულებ...
ძვირფასო, ნუღარ გაჰყვები ქარებს!
უმანკოებას, ნუ მიატოვებ!

                                         24.02. 2024წ

მასალის გაზიარება დაუშვებელია.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი