***
უსასრულოა, გრძნობის ზმანება, სათნოება და უსაზღვროება... ვნება მორეულ ფიქრებს გვიმხელს უმანკოება... უეცარია, ეს დაზამთრება, უეცარია, დაძახილი, ღრუბლის სარკმლიდან.... მზის კიდობანი, ჩაუწვდომელი, მუზის ეტლია... ვერ შეცნობილი, სრულყოფილი, სიფერმკრთალეა.. დარაბებს მიღმა სიცოცხლეა, სილამაზეა.... ეს, იდუმალი სამოსელი, ცისკარის შუქია და რა უბრალო იერი აქვს, ძვირფასო, ღრუბელს, დაბლა იხრება, დავინახოთ, ან, იქნებ ვიგრძნოთ, სრულყოფის თრთოლვა, მიწას ნაბნევი... ნინო გოგოლაძე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი