გრძნობის მორევში


ღრუბელი ეტლით გრძნობის მორევში,
წარმტაცი თვალით შეჰყურებს ქარებს, 
და მისი ფრთების ნაგრძნობ ფარფატში,
ცდილობს შეიგრძნოს აღმაფრენაში.
თუმცა ეს გრძნობა სულით მჩქეფარე, 
 ხშირად კალაპოტს გადმოსცდენია,
შემეცნებითი წირვით შეწირულს,
თავი მრავალჯერ გაუწირია.
თუკი წამები არას მთქმელია,
მაშინ სიტყვებიც უძლურდებიან,
ის, კი ნაგრძნობი, ვით ჰიპათია,
მთელი სიცოცხლის ანარეკლია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი