რაოდენ დიდია
მეთბილება... მზით შემოსილი ქალი, მთვარე რომ აქვს სადგომად, პოეტურ დარაბებს აღებენ მტრედები. თორმეტი ვარსკვლავი გვირგვინად დაუდგამს, ორსული ქალია, და მაინც სამყარო კივის. დიდია დრაკონი შვიდი თავი და ათი რქა აქვს, კუდს უსვამს ვარსკვლავის მესამედს, ისინიც მიწაზე ცვივიან. მშობიარე ქალის წინ დგას დრაკონი, რომ შთანთქოს ის ბავშვი, ქალი რომ გააჩენს. ქალმა ჳაჟი შვა, ვინც უნდა დამწყემსოს, რკინის კვერთხით, ხალხები ერები.. ცა უხსნის სამყაროს, ოდითგან სიყვარულს, მეტყველებს ლეღვის ხით. დასაბამს აცხადებს, დასასრულს მეტყველებს, მიწა კი უბრალოდ ხმაურობს, ცის კიდე მარად არს მეტყველი. დუმილით ცვივიან ფოთლები, და მათში რამხელა აზრია, ხეები შიშვლები რჩებიან, და მაინც იმედი დიდია. მიწა კი უბრალოდ ხმაურობს, ქარია ძლიერი ქარია, არ ესმის, არ ესმის, დაყრუვდა დაბრმავდა, ვერ იცნო ხილული უფალი იესო, უხილავის შეცნობა ძნელია! რითმები ფანჯრიდან ხტებიან, სტროფები ფსალმუნებს მღერიან, შენ მაინც არ გესმის სამყაროვ, ცის გული რაოდენ დიდია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი