ჩაფიქრებულ იერით.


მზე მანდობს:
მაფიქრებს მიწა და მიწაზე დამჭკნარი ბალახი,
მაფიქრებს ხეები დამპალი ფესვებით.

მზეს ვხატავ სითბოთი შემოსილს,
როგოც ცას უნისლოდ მოწმენდილს,
მხოლოდ სიკეთისკენ აქვს ლტოლვა.

სინათლეს,გალობდა ფრინველი,
სიცოცხლის ხეებზე წუხილით,
ჩვენც გვაქვს, ეს ერთი რამ საერთო..

ქარმა ამოძირკვა ნერგივით,
წამში ჩათესილი ჭადარი,
ყოფის საწნახელში ხეებს წნეხს..
 
მზეა და უეცრად ცივდება, 
როგორც წვიმის შემდეგ ნისლები,
პალმებს დაგიფენენ იესო, ესეც პატივად რომ ჩათვალო,
მერე უარყოფით სამყაროს სისხლის ბოლო წვეთად შერჩენილს ამეტყველდები და უგალობ....

თუმცა  ვერ შეგიცნეს ხილული,
დაგგმეს, გაშოლტვა არ გაკმარეს,
ახლა მძიმე მარხვით თავს ვიქცევთ,
ვისაც მაშინ ერქვა იუდა,
ისკარიოტელსაც ეძახდნენ.

მზე კი ჩაფიქრებულ იერით,
ისევ სათნოებას გვიგალობს,
ლერწამს გრძნობის რჩება სხივები,
ხედავს რომ ავადობს  სამყარო,
ისიც ამ სამყაროს მკურნალობს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი