სიყვარულს სიცოცხლის, წყურვილი სცოდნია..


მზედ ბრწყინავი...

ალფა და ომეგა,
ეს გრძნობის არსია.
იდუმალ ფერებით,
ნაგრძნობი.
სახედრის მხედარი,
მზესავით მბრწყინავი,
სიბნელის მნათობი...

ვნებებმა წაგლეკეს
და შურმა შეგიპყრო,
უეცრად სამყარო...
ცინიზმი არ გეყო,
არც შოლტი აკმარე,
აწამე...მოკალი,
სამხილმა გამხილა,
ხედავდი, 
მზე როგორ ჩავიდა....
იგრძენი.... სიყვარულს,  წყურვილი სცოდნია სიცოცხლის,
და ხვდები, რა მძიმე ჯვარია,
 ცოდვილი რომ გქვია,
მე,მაინც მგონია, ალფა და ომეგა, 
ეს გრძნობის არსია და რადგან სიყვარულს, წყურვილი სცოდნია სიცოცხლის,
შენ, უნდა იფხიზლო!

                              ნინო გოგოლაძე          2022წელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი