ვხედავ, მოწმენდილ ცას....


დროს ვახვევ ფიქრებით
და წამებს შევხარი მზისებრს,
რეალობას დავუბრუნდები...

ვთვლი, რომ ეშმაკი  ჩვენზე ძლიერია,
თუმცა მოწყალე, მხოლოდ უფალია,
თავის მეოხებით სამართლიანია,
ასე რომ არ იყოს, არ დაინდობდა ცოდვას, მშობელს სიკვდილი,
ჩვენც გავთავისუფლდებოდით, 
მისი მონობისგან..
ვეტყოდით: 
სიკვდილო, სიკვდილო,შენი ნამი ბალბის ნამივითაა,
სიკვდილო, სად არის შენი ნექტარი?
ვხედავ,მოწმენდილ ცას, 
ჩემში ჩასახული იმედი, უფრო მტკიცდება,
 ჩვენ ხო, მარადიულ ღრუბლებს ვეჭიდებით,
რომელიც სძლევს სამარის ჭიშკრებს...
.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი