წვიმს...


წვიმს,
მოუსმინე მის ხმას!
უგონო ნოტებით უკრავს სამყაროს სევდას...
ასე მეფიქრება,მეც სამყარო, 
როცა სასმისს უცლის ეშმას...
ცას კი,უფრო მეტად ეფიქრება
სიბნელეში ლაღი
და ლეღვის ხის მსგავსი...
შეისმინე ეს ნოტები,
მზეზე მოელვარე!
დრო მოვიდეს და ცისკარმა შენშიც გაათენოს..
არ ღირს წლებმა ჩაგიქროლონ,
როგორც ქარი ხეებს,
შეიცანი გეხვეწები 
ეს სამყარო ბნელი!
მინდა ნათელს ეზიარონ დაკარგული წლები..
ახლა, მინდა ქარი ვიყო,
ვქროდე შუა ზღვაში,
მინდა მზეში სხივი ვიყო,
და სიბნელეს ვანდო...

რა შეშლილი დროებაა,
წნეხის ჟინით სავსე,
მისი ხილვით წვიმის წვეთებს
მწუხრით გააჟრჟოლებთ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი