ეტლი ციდან..


ეტლი ციდან,
დედამიწას ელტვის,
და ეს ლტოლვა,
არ გეგონოს ფარსი,
დაინახავ, სიცოცხლეა
არსის..
უანგარო გრძნობებია ცაში,
სრულყოფილი განცდებია მასში..
გინატრებს და დაიჯერე კარგო,
ნატვრა ციდან დედამიწას ელტვის...
უმზეოდ კი ამაოა განცდა,
უსაზღვრობის პათოსი რომ ახლავს....
ამინდები დარს, რომ გვიქადდიან,
და ღრუბლები  მზეზე 
ქადაგებენ ...
მკვიდრი სოფლად,თითქოს არის გიჟი,
ჭეშმარიტად აკრთობს, გარიჟრაჟი,
ეს სინათლე შეაცბუნებს ქარებს...
ოქტომბერმა თუ დაიწყო ლოცვა,
ნოემბერში უსათუოდ მოვა...
ეტლი ციდან,
დედამიწას ელტვის
და ეს ლტოლვა,
არ გეგონოს ფარსი,
დაინახავ სიცოცხლეა
არსის..
უანგარო გრძნობებია
 ცაში,
სრულყოფილი განცდებია მასში..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი