დროებიდან...


ლერწმის ამბორით,
ზეცა შემკული...
მგონია,ჟამი არის გოდების,
ჩვენ კი, უგონოდ,  რისთვის ვიცინით?
უნდა ვიშრომოთ როცა სულისთვის...

უმეცრების მთის სულის ნაპრალებს,
ჭეშმარიტება, თუ გაავაკებს..
წუთისოფელს კი,
 უღმერთოდ ყოფნას,
უღირს გოდებად...
ახლა ქარია, ფიქრობ რომ ცივა,
ფიქრობ რომ ყინვა მოედო ყოფას,
მზის ლოცვა გაკრთობს,
მთაწმინდის მთვარე,
 გზა არის წმინდა,
არავინ დადის,
 მკვდარი ღრუბელი,
 ხროკ მიწაზე უტიფრად დაწვა...
და უიმედო იშლება სივრცე,
ჩნდება დროებიდან,
 ქარი სინანულის....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი