ზედ არ გაიარო...


ნისლი გადაფარავს ღამეს,
ფიქრებს დააბრალებს მთვარეს,
გრძნობებს დააბრალებს ქარებს...
გული სიმარტოვეს ანდე,
გრძობით იმარტვილოს იქნებ,
იქნებ მწუხარების ფონზე,
წრფელი გამოვიდეს რამე...
როცა ვარსკვლავები ცვივა,
როცა სიყვარული იშვა,
თავი შემოგწირა და მან,
ყველა გადაფარა ცოდვა,
ჩვენ გვაქვს ამბიცია რისი?
ამ ცას არ მოშორდე გთხოვო,
დარი მხოლოდ მის სულს ამკობს...
და თუ დაგეგება კარგო,
ზედ არ გაიარო,
ფეხი არ დაადგა გთხოვო,
უფაქიზესი აქვს სული
და შენ არ ატკინო კარგო......

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი