ერთხელ...


ცას ვეტრფოდი საყვარელო ადრე,
ზეცის მერე შეგიყვარე როგორ?
მიწიერი ვერ შესწვდება ზეცას,
მზის სხივებით ნაფერებო მიწავ
აი,ხედავ ქარებია გარეთ,
სილაჟვარდე ცას რომ დასჩვევია,
შენზე ფიქრი ისე დამეჩვია.
 ლაჟვარდი ცის ნაფერები სხივით,
 ვერ დაიშლის მიწიერი ტკბობას.
რადგან შენთან არ დამტოვა ღმერთმა,
ეს გრძნობები წარიტაცა ქარმა.
 წვიმებმა კი,აღარ გადაიღეს,
ღიმილიან ანგელოზებს გვანან..
თოვს,  და თოვლი შეერია წვიმას,
სარეცელი აღარ გააცია.
ვიცი ბევრჯერ გაწვიმდება ერთხელ,
ამ ერთხელს კი სისპეტაკე ახლავს;
ნაფერები მზის სხივებით წვიმა,
ვფიქრობ, ხშირად გამახსენებს წარსულს,
მზის სხივების და წვიმების მწვრვალს.

                           17.11.2017

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი