სიფაქიზის ლამპარი გენთო.


ამაოება გულისთქმის შესადარია,
სიშიშვლის ფონზე, გულცივობას ნუ
გაიკვირვებ,
მზე სულ ამოდის,მის წიაღში შენი წილია.

დრო უნდობარი ხელს გიწვდის და თავისკენ გიხმობს,
სამოსს ვინ ჩივის, როცა სული შიშველი გიჩანს....

ციურ ნამიდან მზე შროშანებს შეჰხარის ტრფობით,
შენ კი შენს სხეულს უყურებ ტკბობით,
დაჭკნა ვარდები უნდობარი ქარების ქროლვით...
რა ასადარებს შენს სულს კარგო,
დღეები რბიან,
ცის თავგანწირვა გაგახსენებს შორეულ წარსულს
და საკუთარ სულს სინანულის უწესებს განრიგს...

ქროდა ნიავი უმზეობის გზაჯვარედინზე,
ცვარნი ციურნი წადილს მისას  სიამეს ჰფენდა,
მზე სულ კრთებოდა შენს დანახვაზე,
შენ მისი სულის სიფაქიზის ლამპარი გენთო....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი