სული გამექცა და სხეულს ვურჩევ!


თუკი დაეშვება დაღმა ქარი,
გულში ჩამიხუტებს ლანდი ლურჯი. მიმაყუჩებს,
როცა მომაგონებს შენს თავს. უკვე აღარ არი-
სული გამექცა და სხეულს ვურჩევ!
სანთლებს ღერებივით ასდის ბოლი,
როცა ბოლო უფრო მოაქვს ბედის. შემათრთოლო,
რადგან მხოლოდ შენი მომწონს. ჰაერს ზოლი
გულზე შეჩერდება გული, შენთან მხოლოდ!
დღეებს ღამეების ჩონჩხი ლანდავს,
როცა სილუეტი შენი მოდის. მითუმეტეს,
თუკი არ გამიშვა ხელი. როდის დაიბადა
მისი უმაღლესი სიულფეტე?
როცა მდუმარებით ბრაზობს ხარი,
სუნთქვა დაუმშვიდა ლანდმა წითელს. ზეცა ცემსას,
როგორც გული მისი- სადღაც ნამეხარი,
ნაზად ამოკაწრავს საფლავს ჩემსას!
თუკი დაეშვება დაღმა ქარი,
გულში ჩამიხუტებს ლანდი ლურჯი. მიმაყუჩებს,
როცა მომაგონებს შენს თავს. უკვე აღარ არი-
სული გამექცა და სხეულს ვურჩევ!
დგანან სამუდამო მტვერი მთების,
მათზე ეშვებიან ზეცის ბრწყინნი. პეშვებია
მისი სამუდამო ჩემი ძილი. მაგრამ თმების 
ისევ უმორეო დროშებია!
შენთან მომინდება კვდომა.
რატომ მეშინია შენი სუნთქვის. იშემია
იისფერში გააგრძელებს გული ფეთქვას. შემოდგომა
შენი წარსულიდან მიშენია!
შენი თვალებიდან დირე მარსად
შუქად გაიწამებს შენში მე და ამიყვანე.
მაშინ არაფერი არ ვყოფილვარ თუკი არსად
შენი ლანდები არ წამიყვანენ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი