ოცნებას სდევდა ქარი


ოცნებას სდევდა ქარი

ქარი, რომელიც შენად

საღამო იყო რა უეცარი

როს შენი მზერით გამოეჭენა

ხეებზე მაღლა და შენზე მაღლა

და იყო დროში წამებზე მაღლა

და ისევ ქარში და ქარზე მაღლა

გამოჩნდა დაღლა წყვდიადზე მაღლა.

და სხეულს აწვდის ჰაერში გაშლას-

და საგიჟეთი ბოლავს ცეხებად

და დაბუჟებით თითების დაშლას

არ ახსოვთ შენი ერთი შეხებაც

წარბების გვერძე, თვალების გვერძე

ოცნების ქვემოთ ნესტოთა შუა

მე გამოგონილს გიჟი დაგეძებ

შენგან- პობილი ბაგეთა ჩუა!

და ისევ ლანდი შეიჭრა ღამე

და ისევ გრძნობა ყვავილად ასდის

მშვენიერებას არ გამაკარე

და სილამაზე მარადით გარბის

ყველასგან ცალკე, ერთისგან ცალკე

საზღვრისგან ცალკე რომ დაიფიფქო...

გთხოვ არ იფიქრო. ილაპარაკე

და საუბარში ერთად ვიფიქროთ!

და აღარც შველა მოლოდინს აბამს

დაწნილ ქარიშხალს გაშლიან მკვდრები...

და ისევ ისე იმ დაუსაბამ

რაღაც სივრცეში გაშალე თმები

სილურჯის იქით და თეთრის იქით

იქითის იქით წყვეტილი ხდები.

საშინელების ამგვარ ცინიკით

მოჯადოვებულ კლოუნს შევხვდები!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი