დავიღალე
დავიღალე ლექსებით, დავიღალე ყველაფრით: რომ არ მეალერსები, რომ ყოველთვის ღამეა. სიზმარული აპრილი მეშველება ვერაფრით, შენი სახით ანთია ცაზე ცალად კამეა. დავიღალე მშვენებით, სილამაზის ძახილით. და მზად მყოფი ვენების სასიკვდილო აშვებით გადაიქცა ოცნება სიფრიფანა ძაფივით ძაფზე მძიმე ქარია დაკიდული ჯაჭვებით. დავიღალე ლოდონის ხვალესავით არ მოსვლით. რომ არასდროს თენდება, თუ თენდება-უაზროდ. რომ გაცრეცილ შეგრძნებას ვერაფერი გამოცვლის. და რომ გათენებდე ღამე უნდა მოვასწრო! რომ ჩუმია ყოველი რასაც ფიქრში ვეხები. რომ ოცნებაც არა მაქვს ამ ბოლო დროს ჟღერადი. რომ უძილოს მთელი დღით მეკვეთება ფეხები. რომ თვალები მევსება შუქით ფერად-ფერადით. რომ შეგრძნებებს ეცემა უჩვეულო ღვთაება. რომ შევიგრძნობ ღვთაებას და ღვთაება-შეგრძნებებს. რომ გაიტანს და გაშლის სივრცით იმ უკვდავებას, სადაც ადის სხეული და მერე სულს ამეფებს. ———————————————————— ჩემს შედევრებს გაქრობა და სიკვდილი ვერ ება. საუკუნო მშვენება იხმობს ნიავქარისა. გადამღალა უშენო პოეზიის ფერებამ და საკუთარ თავისთვის მღერამ იავნანისა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი