მოდის წვიმის ღვარცოფი ყვავილები თვრებიან
მოდის წვიმის ღვარცოფი ყვავილები თვრებიან უსასრულო ტყეების იდუმალ-იდეები. უკანასკნელ ბედივით ერთურთს ეზავებიან- მიუღწევად ადგილებს შთანთქმული კიდეები! ასე თვალი შტერდება და უკუნე ბინდი ვარ, ვერ ვცნობ სილაჟვარდეებს, ნათებასთან ვპაექრობ. უსასრულო ფიქრების მარათონში მივდივარ ყველასათვის უცხო ვარ და არაფერზე არ ვფიქრობ! დღიურ ჯართა გუნდებით შეირხევა ზღვა ნელი, ღამის კართან ვბრუნდები მოვერცხლილი სიონით. ობოლი და მშიერი, მარტო, როგორც გრანელი! კოსმიური სიშორის დრო ვით გალაკტიონი! და ძალიან ძნელია საზღვრის მიღმა გადასვლა, სადაც ნისლთა ტკივილი, სადაც შუქთა ბმებია! თუმცა ნიშნავს მწვერვალზე შენი სულის არ ასვლა- ნახო ვეღარ შუქები მარადობით კვდებიან! ხანგრძლივი ეფემერა სდევს ამღვრეულ კამარებს. შთანთქვას შველის არსაით სივრცეების სამყოფი. მივცე ჩემი სხეული შავი მიწის სამარეს, გავცე სულიერება, ვით მშვენების ნაყოფი! დაშლის მწუხრი ოცნების ამორეულ იდეას, ჩემი გულიც მარტოა ცეცხლით აელვებული. უსაზღვრო ზმანებებზე აწ გახსნილი კლიტეა სივრცისა და დროს იქით რხევით შენელებული! მბჟუტავია ოცნება და ათასი კანდელი არის ქვეყნად სიცოცხლე და სიკვდილი ქალია! წამი, როგორც მშვენება და წამი დღევანდელი მიმართული დინების გულით გადამქრალია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი