მატარებელი


ვდგავარ ვაგონში და ზურგზე თითქოს მომედოო ტანით.
მე წინ შავ ფანჯარას ვუმზერ, ის კი მემუქრება დანით!
ბორძიკს არ ავყევი მაშინ, ვგონებ მომეჩვენა ვითომ,
ის კი ჩემს უკანა ტანში, რყევით გამოხედვას ითხოვს!
ვდგავარ შემომადნა ტანი, რაღაც სიმხურვალე ძრწოდა.
უცბად თანადგომა ქალის, უცბად სულსაც მიეწოდა!
ო, რა ცხელი იყო ქალი, ო, რა რიჟა თმები ქონდა.
იგი სიმხურვალე ქარით, თითქოს ხალხში ავაგონდა!
ვდგავარ, რაღაცას ვგრძნობ ისევ, ახლა სულ სხვა სიო, ქარი...
ქალი მეხუტება ისე, ვით არს ჩემი, საკუთარი.
ტუჩი ჩემს ლავიწის გასწვრივ, თმები ჩამოშლილა, ცხელა,
რაღაც სისოვლე მჭირს-არ წვიმს- სული დაიმარტოხელა.
ვაგონს სიგუგუნე წყდება-სუნთქავს ამორეულ ვნებით,
ვდგავართ სამოცამდე მგზავრი, თუმცა ჩვენ სამიღა ვდნებით!
მცხელა ზღვა აღელდა ხელზე, ზურგი რაინდივით მიდგა,
ვფიქრობ მივბრუნდები ველზე, თუმცა ისიც ზურგით იდგა!
ქალი წარსულიდან ამბობს: “ადრე მე ვინანე გემთან!”
თითქოს ვეშველები და მთხოვს: “ შენთან, წამიყვანე შენთან!”
ო, რა ნაზი იყო იგი. ჯუნგლის პანტერა, ვით შავი-
თმებზე საუკუნის რიგი ახლაც არფასავით ბღავის!
იდგა ჩემს გვერდითა ხედზე, მახსოვს ახლაც თმების ნარი-
ნაზად შეხებული ყელზე მისი ნესტოების ქარი!
ნეტავ, მათაც გაჰყვათ კვალი, გრძნობის უნებური, ნეტა!
ნუთუ ორი ვიგრძენ ქალი? თუ, როგორც ყოველთვის ჭყლეტა!
ნეტავ, მართლა იყო რამე-ვსუნთქავ ამორეულ ვნებით!
ვიცი კიდევ მოვა ღამე, სადაც ჩვენ სამიღა ვდნებით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი