სადამდე
სადამდე, სადამდე, სადამდე- გავთავდე, გავთავდე, გავთავდე როდემდე, როდემდე, როდემდე- მომენდე, მომენდე, მომენდე! და საით და საით და საით- არ საით, არ საით, არ საით! და სხვისთვის, ან ვისთვის, ან რისთვის- არ ითვლის და იცვლის ქარი ქრის! როდემდე დანდობა, როდიდან- მომენდე და ნდობა მოვიდა! შიშობით ყოველთვის, არასდროს- მშვიდობით! პოეტის ცა არ თოვს! თუ იყო, სად იყო? ამ მაისს არ იყავ- ურიყო ზღვა იყო და მაინც გარიყა! რომ ისევ თუ სასრულს გაიღებს ვერარა- მომისევს უსასრულს მივიღებ- მე არა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი