პორტრეტი ღამე იქნება ქარის
პორტრეტი ღამე იქნება ქარის! იქნება ბნელში წასული ლენტი. გადაიხედეთ!- იქნებ აქ არის? გალაკტიონი ანდა ტერენტი! ფარულად ხედავს თვალები ოთახს და ენტროპია ინება ქარის- ქარი ეძახის ჭილაძე ოთარს, გადაიხედეთ!- იქნებ აქ არის! კვდომაა ვარდის პოეტის გული. მშვიდობით ჭკნება ხვალის ნახვამდის! მიტოვებული, როგორც კუნძული და უსახელო, როგორც ლაჟვარდი! გზა მარადიულ დროის დინებას გააპობს სხივით უახლოესი. დგას უასასრულო გამობრწყინება, რომ აკაკუნებს ციდან პოეზი! ცვივიან მნათნი სიოს ნიავთან და ლაპლაპებენ ციური ზეთით. რომ ცა დაეშვა პოეზიასთან და პოეზია ავიდა ზეცით! რაც შთაგონებას გადაუცია, ან სამომავლო, ან წინანდელი. შემოხვევია ლურჯი ლუცია და გზას უნათებს თეთრი ანგელი! პორტრეტი ღამე იქნება ქარის! იქნება ბნელში წასული ლენტი. გადაიხედეთ!- იქნებ აქ არის? გალაკტიონი ანდა ტერენტი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი