ჩუმია ღამე, მუმია მთვარეს
ჩ-უმია ღამე, მუმია მთვარეს ე-ცეკვა, როგორც ბარხატს ხაონი მ-იედინება მკვდართა მდინარე. ი-ს იყო მეფე და ფარაონი! მ-ტვერშია სვეტი, აჩონჩხილ თითებს, კ-აეშნის უცხო ბრძანება ხმაში ვ-არდების შეშლილ სურნელში იტევს. დ-აძრავს სარკოფაგს პირამიდაში. რ-ანაირ ცოცხალს არ უჩანს ხმობა? ი-გია მტვერის მიმდინარეობა! ს-ითკენ რისკვათ რისკო? ფ-არაონის თუთა, მუმიების დისკო! ე-ნატრება მისი მზეებიდან სუნთქვა! რ-ომ უყვარდა ქალი, ახლა უყვარს მტვერი! ი-მნაირი ქალი ახლა ქარში მღერის! ხ-ელუხლებლად ტოვებს, სარკოფაგის წონას. ე-გვიპტეში ახლა მუმიების დროა! ლ-ევს ოცნების ფერი ყვითელ არიზონას. ე-ხეთქება თოვლი და სამუმის ჯგროა! ბ-გერა აიტანს უსახურ ფრესკას ი-ქ ლანდებია, როგორც ნეჰების, თ-ეშის, ვაზნერის და სენეფერკას! მ-ოივლის გრძნობა უკვდავის ლოდებს. თ-ვალთ ნაპერწკლების ჯარი დგას მზესი. ე-ტრფის სიყვარულს, ისევ აბოდებს, ლ-ეწავს სარკოფაგს, ყვირის რამზესი! შ-რიალი უცხოდ გაფანტავს ღრუბელს, ე-ცემა ვერცხლი უამრავ მკვდარში! ნ-იტის ვნებაში თმა ნეფერტიტის ს-ად იყო მეფე? სად იყო მაშინ? ს-იკვდილი კრძალავს ქვეყნად მშვენებას, ი-ისფერ ზვავში იბრძვის საღამო! ც-იხის სარდაფებს წვავს მოჩვენება, ო-, სიცოცხლეა დაუსაბამო! ც-რემლებს სიკვდილით ვეღარ აღადგენ, ხ-ვალის საზღვარი ტირის და კვნესის ლ-ილის თოვლშია ჯერი ამათკენ ე-ლავს წარსული, ყვირის რამზესი! ს-იკვდილი კრძალავს ქვეყნად მშვენებას! მ-ოვა გრიგალი ვით მოშველება ო-, რა ხანია მტვერი ვიყავი, ვ-ნების სიყვარულს ამოშენება ე-მუქრება და ნეტავ სად არი! ფ-ერფლია ცეკვას რაც ნისლებად სახავს. ე-მიჯნებოდნენ ლანდებს სანთლები. რ-იგის დიდებით შეხვდება ნახავს, ე-ლავს სიცოცხლე წამ-მარად წლებით! ბ-ზინს უდაბნოში ღამის ხაონი! ი-ს იყო მეფე და ფარაონი! !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი