მარტოობის აშრიალდა მოარული ჩრდილი
მარტოობის აშრიალდა მოარული ჩრდილი შეგრძნებათა სიმხურვალის ცეცხლში გამოწვრთნილი. და მწუხარე მოლანდების საიდუმლო სახე, რომ სიზმართა აღმასვლაში მე შენ ვერსად გნახე. შეირხევა დედამიწის ყვავილობის აფრა, ვით სევდათა სააღლუმოდ მომავალი საფრა. და ახლაა გადამფრენი შუქთა ჩრდილი ცების, ჭრელ ტრამალთა გაპობილი გზები საოცრების. რომ ჩამოწვა სევდა, როგორც არშიების ზვავი, რომ შორია სიყვარული მბზინავ შუაღამით! და აცხადდეს ამღვრეული ყოვილივე ნატვრა, ვით მჩქეფარე სიმარტოვის ამომფრქვევი მატრა. და განახლდეს სასიცოცხლო სურვილების დილა- ამომავალ ატმისფერი ვარდი და გვირილა. შეაწუხოს ქართა სვლაში ნისლთა თეთრი ბმები, რომ არსდროს ასე ძლიერ ღარ მეორდები! და შევიგრძნო მისი სუნთქვა, მსუბუქ კამელოზის, ვით შეხება მოალერსე ლურჯი ანგელოზის. და წაიღოს მთვარის სვეტით ათეთრილი გლოვა- განდევნილი გამოშვების ნელი ჩამოთოვა. დაე, იყოს შენი ღელვა და მარადით მწამდე, არაფრიდან გამოვარდნილ ჰანგთა არაფრამდე! და შეისხას სულმა მქროლი მოცისფერო ფრთები, რომელშიაც ნებიმსმიერ ვითარებით ვთვრები. და ჩამოწვეს ნიმფეათა სიხარული ზვავით, რომ ახლოა სიყვარული მბზინავ შუაღამით!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი