მჯერა ისა ვართ, ვისთვისა დილა თენდება
მჯერა ისა ვართ, ვისათვისაც დილა თენდება. დაუცხრომელად, რომ ამოდის მზეთა სვეტები. იდუმალების უსაზღვრობით ზღვა აღელდება და ღვთაებრივად შევაბიჯებით თავგამეტებით- იქ საც მცირეა ციურობის გარდა მიწები. დაისაკუთრებს და შორს მიიხმობს გულს ანგელოზი. საც გარდამავალ გზათა ფენა თავდავიწყების... მოსჩანს ელვარე და მსუბუქი სულის ფეროზი! დროის სივრცეში მოგუგუნე წამთა ჯარია, ვით გადამსერი, დამპყრობელი მიწ-ხავერდების! და აზრი უფრო შეუმჩნევი ნიავქარია, როცა სინანულს ეკიდება გზა შევედრების. ურთიერთმავლად გადახედე თითო დღე-ღამეს ნახავ ჩიტსავით მარადიულ გადამფრენია. დაშთე რაც იცი და აქამდე რასაც ეწამე! დაწვი სიცოცხლე და სიკვდილიც არაფერია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი