ვალსი
წუხს და თოვლი მოდის აქ, წუხს და წვიმა მოდის აქ. სცემს და კაბის შრიალს გრძნობს და შორს, მოაქვს ის მზე და ცრის და შენი დრო! წუხს და თოვლი მოდის აქ, წუხს და წვიმა მოდის აქ. ზღვებს შლის სიზმრობს, ქარისობს, ხედვა მხოლოდ ჭვრეტას არ საკმარისობს! წუხს და თოვლი მოდის აქ, წუხს და წვიმა მოდის აქ. სდევს ოცნებების ჯგროს თავბრუ ახვევს ზღაპრულ საბაგიროს! წუხს და თოვლი მოდის აქ, წუხს და წვიმა მოდის აქ. და როგორც ცების ხროვა, მოვა თეთრი თოვა, ნავში ცეკვავს აფრა, მოვა შენი დრო! ისევ ფერდას, ისევ ცეკვავს, ისე არხევს ტანი სარკეს, ისევ მორწყავს სევდა ეტრატს, ხელი წელზე ვალსს ითხოვს! ისევ ისე, ისევ ისე, ისევ ისე, ისევ ის კაბით იწვევს ფერი ზღვისკენ ცისფერის. წუხს და თოვლი მოდის აქ, წუხს და წვიმა მოდის აქ. გლეჯს და ქარიშხლების ხმა იგრძნო მაისმა და მისი ჟღერა გაისმა! წუხს და თოვლი მოდის აქ, წუხს და წვიმა მოდის აქ. ხეებს წაერთმევათ მზე, ფოთლებს ტანზე იმაგრებს. როგორც შენ და ის ცა, ცეკვავს დედამიწა! წუხს და თოვლი მოდის აქ! წუხს და წვიმა მოდის აქ! გრძნობა უფრო მაღლა, ცეკვავს თვითონ დაღლა, ვგრძნობ, რომ ახლა უფრო შენი ცა, შენი დრო მოვა, როგორც ლანდი, ჩუმად არ იფიქრო. შოპენით და ვარდით ქარში ასიზმარდი, ცეკვავს ლურჯი ფიქრი ოცნებების ცამდე, არაფერი მიჭირს არანირ ზღვრამდე- მოვა უფრო მაღლა, მოვა როგორც დაღლა, შოპენი და ვარდი, მოვა შენი დრო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი