შენ-დან მე-მდე, მე-დან შენ-მდე
შენ-დან მე-მდე, მე-დან შენ-მდე, ბინძურია მთვარის ცრემლი. შენ რომ წლობით გადაშენდე- არ იქნება მაინც ბევრი... შემოგივარდეს ტუჩების ზვავი, ქარში წაგიღონ მსუბუქ ფენებზე. როცა არაფრის არა გაქვს თავი გითხრან ჩურჩულით თმებზე, ხელებზე! მთვარის ორგია როცა ანიშნებს ცების სიშიშვლეს ამღვრეულს ვგზავნი... ქართა ჯაჭვები გავდნენ ქარიშხლებს და მიგიმაგრონ საწოლზე მკლავნი! და დაგეტაკოს რითმების გახდით სვავდეს ალუბალს, ვით სვეტის მხეცი. შემოგიარო როგორც სტუმარმა და გაგაშიშვლო, როგორც ეს ლექსი. შემოგაგლიჯონ მკლავთა ზვავებმა სამოსი შენი რაც ჩაგიცვია. კორტნონ ხალები, როგორც სვავებმა სიხარულისგან აღარ იციან... და შიშველ მხრებზე ცეცხლ მოკიდებით ამოშვერილი ძვლებით დავიწვი გავნვლო მე ვნებით, როგორც ხიდები, გავნვლო მე ვნებით შენი ლავიწი! წრიალებს ქარი გავარდა მეხი... მარტოა ვეფხვიც მარტოა თუ ძუ! მე მიყვარს შენი ბაყვი და ფეხი, ჯერ არ ნახული შიშველი ძუძუ! მე მიყვარს შენი რიდობის თვალი. მიყვარდა შავი, ახლა ყვითელი. მე მიყვარს შენი სუნამოს კვალი ქუჩებში სადაც არავის ელი! ვნების მორევში ხშირდება სუნთქვა, ჩამოგლეჯილი ფრჩხილით შპალერი, ნაკაწრი ხიდებს გააჩენს ზურგად და ეშხთა წვიმა შეუფარელი. იქნება ლტოლვა, როგორც პირველი, იქნება ლტოლვა უკანასკნელი, დაყრილ ტანსაცმელს და შიშველ რითმებს შთანთქავს უაზრო ცათა ქვესკნელი! სამოსს წაიღებს მკლავების ზვავი იქნება ლტოლვა, როგორც პირველი. აელვარებულ შუაღამეში ვართ მე და ლექსი, როგორც ფრინველი! თავდავიწყებით ბზინავს წარსული, და გრძელ მომავალს, რაც უბორგია. არ აქვს სასრული და დასასრული არის ექსტაზის მზეთა ორგია! მანათობელი თვალთ სიხარული ვნებას ოცნება ახლა აცვია! დგას სიყვარულის სხვა დასასრული და ტოტალური კულმინაცია! როგორც გრიგალებს, საბანს იფარებ ღონემიხდილი და ცარიელი. ღამე გვანათებს, როგორც სამეფოს მარადისობის დასალიერი! თუკი სიყვარულს გაურბის ვერა! თუ სიყვარული ასე გრძელდება! მაშინ გრძნობათა იქნება ერა, მაშინ გრძნობებით დრო შენელდება! და უცხო სიზმარს ენგრევა კერა, არ შევაფერხებ მასში სიარულს! თუკი სიყვარულს გაურბის ვერა! თუ ვერაფერა დაძლევს სიყვარულს! ვიქნები შენთან, იქნება რამე... დილა არასდროს არ აფეთქდება მე შენ და ლექსი და შუაღამე ვინც აღარასდროს არ გათენდება! ისევ ბიძურია ახლა მთვარის ცრემლი, ციდან ცამდე, შრიდან შრემდე დამდევს დღემდე, ზღვიდან მზემდე- შენ-დან მე-მდე, მე-დან შენ-მდე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი