მიქრიან იები


მიქრიან იები საღამო ქარშია
და დღიდან ღამამდე ცაა იისფერი.
ნაწვიმარ ქუჩაზე უდედო ბავშვია,
თვალებში უელავს სიბრაზის ნისლები!

დამტოვე ზამთარო ყინულის ბეტონი.
წაიღე სევდა და წარსულის დინება.
და თუმცა რომ გაქრე, აპრილის დემონი
მაუწყებს ყვავილთა შორ აქვითინებას!

არა აქვს აქ აზრი მარტო ვარ სრულიად!
ფრიალებს სიცოცხლის ნატანჯი დროშები.
მიქრიან იები და დაქარგულია
უკუნე შუშაზე ყვითელი ბროშები!

იმ ბავშვის თვალების, ოთახში, ნისლია.
მომწყინდა ცხოვრების ფერება იმ დილით...
დავტოვო სიცოცხლე ეს არ შემიძლია!
ვინც მიყვარს დავტოვო უბრალო სიკვდილით!

სიშორის ლენტებით სხეული დალპება,
ლექსის და ცხოვრების შუაში რიდეა!
დადგება ღამე და ულევად ნათდება
მწუხრში გახვეული ოცნების იდეა!

არა აქვს აქ აზრი მარტო ვარ სრულიად!
ფრიალებს სიცოცხლის ნატანჯი დროშები.
მიქრიან იები და დაქარგულია
უკუნე შუშაზე ყვითელი ბროშები!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი