ქარმა კვნესით მითხრა ბედი
ქარმა კვნესით მითხრა ბედი. გლეჯენ ყვავილს გლეჯენ, გლეჯენ! უცხო დროის ესტაფედით ლუციფერნი ასე მე ჯერ, არ მინახავს ცისფერ ჭრაში დაშვებული იყოს მდელო და პეპლების სიპარპაშით იდგეს შავი საქართველო! დღე აიმღვრეს- ღვინო თასში, თრობამ ლექსი შეიყვაროს და უკუნე ჩემს ოთახში თითო ღამე ჩაიღვაროს, ისე როგორც ეს სამყარო იდუმალი არის გზნებით, უსასრულო, უსახლკარო, ფერთაგამის საოცრებით. დალექილი ქარი ვლიდეს და ეს ქარიც, რომ გაწვიმდეს და, რომ წვიმაც ღრუბლებს მიწვდეს, შემდეგ თოვლი აყვავილდეს არ ჩაქრება შუქთა ბუმი, აბრეშუმის ის შრაშუნი, სადაც მიქრის ოცნებების უმორეო ტაიfუნი! სით მიილტვი ასე გინდ, ბმები- ხიდებს, სევდა- ფერდს! უცხო ხმების-ნიმფ, ფინგ, დინგ! შორი ელვის-სა, სა, ფენდ! ჩემს თვალების უცხოდ წარმტა... მოგლეჯს ყვავილს თეთრი, წმინდა. რომ წარსული აიმარტა, მომავალი ამაისდა! სიმარტოვეში რაც ვაკვირდები დგას სილამაზე ჭკნობის ჭკნავილით. ლუციფერმა ამოგლიჯა კვირტები, ანგელოზმა მოიპარა ყვავილი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი