როცა უეცარი ციდან ცვივა ცვარი
როცა უეცარი ციდან ცვივა ცვარი, მაშინ თვითონ ცაა რამაც გადაგისწრო! რასაც ვერასოდეს მე ვერ მივუსწარი! რამაც ვერასოდეს მე ვერ შემომისწრო! გრძნობა გაიქროლებს ქარიშხლების ზღუდე. საზღვრებს ეხეთქება მწუხრის ნიაღვარი. ახლა აპრილია, გაზაფხული თურმე, მე კი სულელივით მიკვირს იანვარი! დაღლა ვაოცნებე შვების ჩანჩქერებით, შვებაც მომიკვდება, ვით იას უარი. საზღვარს მივადგები ბოლო აჩემებით- უდაბნოდან მქროლი ზის იაგუარი! ისევ უდაბნოა წყნარი ოკეანე! ისევ ცაა ხსნათა ჩუმი სარტყელებით! მალე დაღამადება, მოვა ღამის შუშა მწვანე ამაზონის შავი პანტერებით! როცა უეცარი ციდან ცვივა ცვარი, მაშინ თვითონ ცაა რამაც გადაგისწრო! რასაც ვერასოდეს მე ვერ მივუსწარი! რამაც ვერასოდეს მე ვერ შემომისწრო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი