რაფას ჩამოვეყრდენ ოცნება მაქვს მწველი


რაფას ჩამოვეყრდენ ოცნება მაქვს მწველი,
ხსოვნა მიუწვდენი, სული მოუცდელი.
ვყურებ: თეთრ მთვარეზე ნიშთა ჩამუქებას,
წვიმას, თოვლს, ნიაღვარს და აქარბუქებას.
მიდის ქართა ფენით ეს ოცნება ჩემი,
როგორც გადამფენი ზღვებზე შენი მშვენი,
ცების არეკლილი სხივის სიმჭვირვალე
სვეტად დაცემული ზღვებზე სიბრწყინვალე!
ცვდება ეს ოცნება კოსმიური შრეტით
ღრმა ლურჯს გაცდენილი შავი სიუჟეტით!
სადაც არაფრობის გარდ არა ავიდა,
ისევ შემზარავი ხმები მავანიდან.
და ასე თამაშობს მქროლავ სიმაღლეზე,
ეს ჩემი ოცნება დაბალ სინაზეზე,
როგორც ავარდნილი ძალის შთაგონების,
შემდეგ დაცემული კვნესის გაგონებით!
და შავი ზმანება: ფარდებს, ოთახს, რაფას,
კედლებს, ჩანახატებს, თაროს, წიგნებს ღაფავს!
მიაქვს ამღვრეულად და ცაა მორევი,
როგორც ოქროს ველთა ღრმა ნაამბორევი!
რაფას ჩამოვეყრდენ ოცნება მაქვს მწველი,
ხსოვნა მიუწვდენი, სული მოუცდელი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი