ესე უეცრად ქრება
ესე უეცრად ქრება სურვილთა მდგარი გუნდი! სიცოცხლე ნელა შრება და შენც მკვდარივით ცდუნდი! გაწვება ოთახს ბნელი ცივ ჩრდილში მდგარი ეგო. დახსნის არა სჩანს ველი ძნელია გამოეყო! და აი მოდის სევდა... და აი მოდის შფოთი... რაც მე ყოველთვის მსდევდა, და რაც ყველასთან მოდის! იქნება ქარში ლავრა, უტყვი ფიქრების მპოვლი. ციურ წვეთების დაღვრა, შემდეგ მყინვარე თოვლი! ესე უეცრად ქრება სურვილთა მდგარი გუნდი! სიცოცხლე ნელა შრება და შენც მკვდარივით ცდუნდი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი