ახლა ღამეს სიზმარული ფერი ასხვაფერებს
ახლა ღამეს სიზმარული ფერი ასხვაფერებს და შიგ ქარის, მკვდარ ჩანაწერს, ჯერი აამღერებს. თუ საიდან შემოვარდა გლოვა სევდის ზარი და მოსასხამს ძირს დაათრევს, დადის კეისარი. რომ უცხოა შუაღამით სიხარულის ქელვა და ოცნების სიმხურვალით სარკმლის ამოღელვა. რომ საუნჯე აღვსილია სულის ნაპერწკლებით, რომ ცის კრთომა თვალებშია, ვკვდები, და ვიცლები! რომ მოირგებს დედამიწა მეფესავით მხარეს შლის პრერიის შეზავებით ცების არემარეს. და ძნელია გამორჩევა დაუდგრომელ ხმებში შენი ჟღერა ათრთოლვილი კოშკის ციტადელში. რომ დრამაა სიყვარული მიტოვებულ ქარში, ჩანჩქერივით დაგაწვება სევდა უფრო მაშინ, როცა გიყვარს უპირობოდ აქ და ახლა რა წამს, მხოლოდ ნდობა გაანათებს და არაფრის არ გწამს! რომ გულიდან იღვენთება მოცეკვავე მარში, რომ დრამაა სიყვარული მიტოვებულ ქარში! რომ გაიტანს სილაჟვარდეს მოგონების მტვერით და დგას ჟამი მონარნარე შორი ლურჯ მორევით... მომსდევს ქარის ფორიაქი მიმაქანებს რისკენ? რომ მის გარდა არვინ მახლავს უგზო-უფრო გზისკენ! და ბევრი დგას მოწყენილი მოლანდების ვნება, საც უკვდავი მოკვდავივით ფეთქავს ხელოვნება! საც სიკვდილის თანმხლებია წარმოსახვის დარი და შემდეგი ხმა ცხოვრების: აწმყოშია კარი! ვით პიკასოს გერნიკაა, შედევრს ასე დადებს და მიუწვდენ გრძელ იმედებს ზეცა აფერადებს! რადგან შედევრს მიუცია შთაგონება ტანჯვას, მეც ავათრევ გოლგოთამდე და გავცდები ამ ჯვარს! რადგან სავსე სულის შუქით იბინდება თვალნი და მარადის ჟრუანტელში seul ame გავლნი! რადგან ცეცხლი უკიდია რასაც გეაჯები... არ მანაღვლებს ისტორიას თუ მე არ დავრჩები! არც სახელი არ მანაღვლებს დარჩენილი თქვენთან, ის მოკვდა და დაიშალა ჩემს თხელ ინტრავერტთან! და უცხოა შვება, როგორც დამშვიდების ზვავი საც ტივების მდინარეზე გემი შეუკრავი ცურავს შორით კიდეებზე დაშვებული აფრით არსებული ადგილების შლილი ია-ვარდით. რადგან ბედი ამღვრეული ელვარებით კვდება და თუ არა სულის გარდა სხვა რა მემართება?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი