ცის უსაზღვრო ზეგნებში აისახა მორევი


ცის უსაზღვრო ზეგნებში აისახა მორევი.
დგას მეორე საწყისი და სიცოცხლის ბრუნება.
ვით აჩრდილთა მწუხარე შავი ნაამბორევი,
ლუციფერთა თვალებში უსინათლო ცდუნება!

ზის სივრცეში ბოროტი და სინათლეს იზიდავს.
ნისლთა თეთრი ჭიდილი, ქართა უარ-ცილობა.
არვინ იცის სად მიდის ანდა საით მიიტანს?
დედამიწის ლაჟვარდთა ხსნას და უადგილობას!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი