ახლა არაფერი ღვივის, ისევ სიჩუმეა მეფე


ახლა არაფერი ღვივის, ისევ სიჩუმეა მეფე.
ისევ ის ცხელება მივლის, ლურჯი ოცნებების დროა.
ხშირდა მახსენდება ჯარი, წვიმის უდროოდრო შხეფებს
შორით გაიტაცებს ქარი. შორი პოეზია პოა!
ისევ მოალერსე ხელი ნაზი მოლანდებით ჩნდება,
გრძელი ღამეების ნელი წამის ქროლებაა მარად,
სადაც სურვილების ნიში ისევ ცარიელად კვდება
სადაც გადატეხილ ტივში ისევ მდუმარება კრთება.
სულში შემოსული წილი თეთრი დამშვიდების ალი.
ცხელი უდაბნოა შლილი, სადაც ალუბლები გრილი
ცივი მოვარდისფრო ქალი, გრძნობა ლექსისებრი ნუსხა.
გატან წქრსულიდან კადრებს, ახლა გეუბნები ლილი: 
მე შენ მომეწონე ადრე, თუმცა შემიყვარდა სულ სხვა.
ისევ მსოფლიური ზვავი, როგორც დამანგრევი რბევა,
შავი ღრუბლიანი კვალი, შორით ამოვარდნილ გრიგალს
აფენს ზეციური ცრემლის წვეთებს, შეუშრობელ ევას,
სადაც გამოყოლილ სევდის, უმზერს უსახლკარო ფლიგელს!
სუნთქვა გახშირდება ძლიერ, მისი შეყვარება მოდის.
როგორც გზები ალიგიერს ქონდა ქარიანი მრუდე.
მხოლოდ შემაშინებს მაშინ მისი შემოტევა შფოთი,
როცა მეყოლება მკლავში და მერე აღარ დაბრუნდეს!
ციდან მანათობელ მთვარეს ოცნებები აქანავებს,
ვერცხლით შემოხვეულ არეს ტბებში აემღვრევა რიდე.
ტბებთან შეშინებულ(ს) შველის მზერა ჩირაღდნიან ნავებს...
ალბათ აღარავინ მელის და ახლა უნდა გავფრინდე!
გრძნობა უჩვეულოედ დახრის სულში გაზაფხულის ყვავილს,
ისევ სიუცხოვე სახლის, ისევ სიუცხოვე თოვლის.
აგავს გაგიჟებულ ფიქრის ოთხივე მხარეში ბღავილს.
აგავს დაკარგული ფიფქის თოვლში უიმოდო პოვნის!
დო-დან სიშორეა დო-მდე, ახლა მუსიკაა მწველი...
ვიცდი გათენების დრომდე, ვუსმენ აწვიმებულ შოპენს.
მხოლოდ სიმხურვალე სიქსტის, ახლა ვეღარავინ მშველის.
უცხო სიგნალები იცდის, ნოტებს ვარსკვლავებად მოფენს.
ახლა არაფერი ღვივის, ახლა სიჩუმეა ღმერთი,
კარში შემოსული წივის ქარი ფარდის რხევას ამკობს.
როგორც დემონური გეგმა, თავში მელოდია ვერდის.
როგორც ლუციფერთან შებმა სიზმრით აესახა ვან გოგს.
მარად შემომიტევს შენი, სადღაც კოსმიური ვარდნა,
სადაც ხელოვნების გზებზე ლურჯი აბრეშუმი ღელავს.
თითქოს ზღვა ნაპირზე მრიყავს იქვე ნისლიური ბარდნა.
თითქოს დაკარგული ვიყავ, უნდა ჩავეხუტო ყველას.
ციდან მანათობელ მთვარეს ოცნებები აქანავებს,
ვერცხლით შემოხვეულ არეს ტბებში აემღვრევა რიდე.
ტბებთან შეშინებულ(ს) შველის მზერა ჩირაღდნიან ნავებს...
ალბათ აღარავინ მელის და ახლა უნდა გავფრინდე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი