ქარიშხლების ჯაჭვები მივიმაგრე თითებზე
ქარიშხელბის ჯაჭვები მივიმაგრე თითებზე. მოდის გიჟი ეჭვების დემონური ჩივილი. სანამ ვინმე ფარდების სიშიშვლეში მიგემებს ზღვების პელაგონია შეიქმნება ჯაჭვივით. რომ იქ სადაც პოეტებს ეგონათ რომ ქარია- თურმე ჩემი მეობის და ღამის სიზმარია. რომ იქ სადაც პოეტებს ელოდნენ სხვა მუზები. თურმე ანგელოზების ფრთები არა კუზები იყვნენ გორა გორაზე დამთხვეული ჭრილობით. მოვა როგორც გენია სიტყვების გადამტანი. და იქ სადაც მზეების უდაბნოა სილობით დაიცლება საათი გაქცეული მხატვარის. საით, საით გიქნია პირი ჩემო სულელო. მუზა იყავ ახლა კი რქებზე ფრთები ამოგდის. წამიყვანე მე შენთან უცხო დამატყვეველო და ნუ შიშობ, ზუსტად რომ რც შენ გინდა გამოგდის! ასე რატომ მექცევი, რატომ გინდა დაპყრობა. პირველობა პირველის უკან დგომა საწყლობა. შენ იქნები პირველი ოღონდ მუზათა შორის და ჩემს უკან იდგები ჩემგანა გაქვს წყალობა. შეგეშინდეს, რაც გინდა ვერაფერი გამოგდის. მე არ მინდა არც ომი და არც შენი დიდება. ზეცა იყავ ახლა იგი უფრო ქვემოთ ჩამოდის მე კი თავად ვარსკვლავი ზეცის მიღმა იდგება! შეაშინე ყოველის მუზა მუზათ შორისო. არ გაბედონ აყოლა შთაგონებას გულიდან. თორემ იმ საიდუმლოს ამოაცლის ოლიმპო. რადგან თავად მითია მთელი მუზის განწყობა. მიეცთ, მიეცთ თავები და იხილავთ დიდებას ჯერ არ ნახულ სასწაულს ყველა თქვენზე იზრუნებს. გამოხდება ხანი დუმს და ერთხელაც იქნება. გაგშორდებათ ღამეში და მოკვლითვე იზრუნებს! არ არსებობს არც მუზა და არც სხვა სიპოეტე ჩამოყარეთ ყურები, დიახ, ზღაპრობს ფერია. სადაც ფიქრობთ იქნება ხელოვნება ტრიუმფი- ვნება ხელთა ორგიის ჩემთვის არაფერია! მუდამ ვგავდი ანგელოზს დაფარული დემონი. დემონი ვარ რომელსაც ცის სიმშვიდე სწყურია. მივატოვებ ჯოჯოხეთს, სამოთხეა ბეტონი- შეუვალი სიკეთის ტანჯვა ვისი რჯულია? მე არ მინდა ზღაპრების იყოს თავში მედია. გაიწმინდოს ყოველი და ქარია ბუნება. მტვერში ყველა სახელის ხორცი დამიშრეტია და ორმოცი უდაბნოც ახლავე მეგულება. შეარხიეთ ხელები ჩემი კოსმოსეული. თვალიდან რაც ჰორიზონტს აწყდა ზოლი დაყოფის. მოკვდეს გული, გონი მოკვდეს სულზე შემოსეული. გაიღვიძეთ! ჩვენ ვართ და ჩვენშივეა ნაყოფი. ღმერთს თუ შენში ვერ ნახავ ვერც ვერასდროს იხილავ! ამიტომაც ვიძახი ღმერთი ვიცი მე ახლა, და შენ ღმერთი გგონია სადღაც სხვაგან მიფრინავს- ასეც იტყვი სხვაგან დგას და არცერთხელ მეახლა! დააბრალებ ისევლე გამოგონილ არსებას, სადაც მხოლოდ შენ იყავ მისივე დაარსება! ღმერთი არის! სულელო, ოღონდ სულ სხვა თაობის- თავის თავის შემმეცნე, შენთვის არარაობის!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი