ბუნებრივი
მე ჩვეულებრივი, მინდა ბუნებრივი იყო შენებრივი. რაო თუ ლირიკა მაქვს ჩვეულებრივი. და სადღაც შადრევნის, ბრავო უნებრივი. თუ შენი ახლოა, მე სიშორე მწკირივი. ჩემსას ახლი ხარ. მუდამ ახლო ხარ. ჩემი სახლი ხარ ანდა სასახლე- უკუნებრივი. უკუნისამდე იყოს, ვებრძვი ვით, თევზი, ლიფსიტა ცუნამს, ზევსივით. პოსეიდონის ყრუ სირენივით. ვარდთა როზივით, სირინოზივით, ანგელოზივით- და თუმცა ამა ყოვლის ფრთებივით, ამა ყოველის ერთი ღმერთივით. მე ბუნებითგან ვარ ბუნებრივი, შვება მებრივი, მომგვარე ჩემად შენი გზებრივი სინათლე, რჩენა, მუდამ ვერძრივი, ვერძი და ფრენა მაქვს საძებრივი. და ვარ ჯერ მცირე ასაკის, გულის, სულისა ანდა გონების: მიჩვენე შენი ნარეკლი სარკის- სილამაზე და შუალებრივი- მე სასიცოცხლოდ გამწირე ჭრილო, მტკენები წვრილად მაქვს სასიკვდილო- გეენებრივი დამმართე გენი, შეჩერდეს მეფე, შეჩერდეს ბრძენი- შეჩერდეს ყველა, წამიღე ქარო თუ ამა ყოვლის ხარ ჯადოქარო. მიმუქრე შენად ხატება ჩემში და მე კი შენში ავხდები ჩვენად. შუქურებს ვხედავ სინათლე მერთმის ბნელდება ძლიერ ვერაფერს ვხედავ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი