ვაკუუმია ყოველი სიტყვა


ვაკუუმია ყოველი სიტყვა 
და ნათქვამია მხოლოდ მიგნება.
იქნება ღმერთი ნათქვამის მიღმა 
და თვითონ ღმერთი ფარსი იქნება.
ჩამოიშლება ყოველი მრწამსი
მცირე იქნება ათასი რასა.
არავინ არვის იქნება მსგავსი
ფასდება ყველა თავისი ფასით.
და მხოლოდ შენი იქნება კლასი
და ყველას ელის უკუნე ფაზა.
საც ინაფაზა კვამლებში კვნესა
ლუციფერისგან სინანულს ვსწავლობ.
აქ აღარ ვცხოვრობ და ეს იწყება:
რომ ღმერთებს ჩემი თვით ღმერთი ვანდო!
ღმერთისგან თავად ლუცეფერს ვხედავ
ვცხოვრობ და მხოლოდ ფიქრებში ვფრთოსნობ.
და ამის მიღმა თვალების ბნედა
ინათებს ერთხელ, მიება კოსმოსს.
პლანეტნი ჩემში ბრუნავენ, ვთვრები-
ოჰ, მიმაქანებს ურყევი ეგო.
წამართვით მკლავნი, მომეცით ფრთები.
მიმიძღვის სული, მანდე იეჰო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი