ჩემი მუზა, იგივე


ლანდი, ლეოპოლდი, ლორდი, ლეოპარდი-
ფარდით შეაქროლდი, ბროლდი შეადარდი.
მარდი იყო კოლტი, ტოლდი შეუფარდი.
განდი ინავარდო, ვარდო აეკალდი.
ქალდი, შეათრთოლდი, მოლდი და გაალდი!
ბრალდი, შეაგორდი, ჯორდი ქარგაქარდი.
დარდის ლექსო მშორდი, სწორდი ლარად ჯარდი
წადი შეაზოლდი ჰორიზონტებს გაწვდი.
რად გცდი? რად მემონდი? რატომ მქონდი? გამცდი!
გაცდი, ყველა ლოდი, მოდის ჩემკენ მანდე,
დანტე, გოეთოდი, გოია და კანტე,
კენტი, ლუწი, დონ დი, ოთარი ტერენტი,
პერსი ბისი შელი, გალაკტი-რიკარდი!
ვქარდი ყველას ვარდი, არავის ვუყვარდი,
ზეცას გავუვარდი მკვდრებში ჩამოვვარდი!
არტი ორგაზმამდე, მარტო მაწვიმს მარტი,
ფარფატი პეპლური, გვირილური დარტი.
გვირგვინური მარში ქარში ვით მოცარტი.
ვბერდები და თვალში წამი ბრილიანტი!
ყველას გული მქონდა, მე ვერავინ მგრძნობდა.
ახლა მხედავ "ა" ვარ "ჰ"-მდე, შენში ვდგავარ.
შენც მიმიღე და ხვალ, შენც კი იცი წახვალ!
მომდის იაგუნდი, მე დავრწმუნდი მოვკვდი.
როკვდი, ხმებად ცდუნდი, ვდუმდი როგორც მორგი.
ვარ მორიგი წყება საუკუნის ქურდი
მაისების გულში მე ვეღარ დავბრუნდი.
შავი სახე სულში, შენ-თვალებზე ტუში.
გუშინ ვიყავ სუ შინ, თუ შენ იყავ სულში.
და მე მიყვარს რამე, ღამე ვითამამე,
გამებს არ იამებს, არემარე მამებს,
ვის ვინ ისამარებს, ვისით ვინ იკმარებს.
და ზეცის კამარებს, დედებს ახამხამებს.
უძილოა ღამე, ფიქრში იგვიანებს-
მწვანე ოკეანებს ფეხით მიმაქანებს.
საქანელებს, სკმაბეს- ციდან ჯაჭვთა საბელს
კიდებს და ჩემს სულში შავ ცეცხლს რა იკიდებს?
გვინდა რიდებს მივცეთ სუნთქვა, გენოციდებს
ფეთქავს გული, მინთებს წვიმიან ამინდებს-
ხოცავს ჩემში ცების რისხვა გაოცების.
მიყვარს შენი აწმყო, მერე ნაოჭების
დავარდნილი ალღო, შარმი მკვდარ გედების.
შენ იფიქრე ცაზე, მეყვარება ცები.
ლანდი ისევ გავრბი გულზე მაქვს მარადი.
ლეოპოლდის ფიქრით იმპერატორს ვგავდი.
ლორდი დაფნილ-პალმის გვირგვინს თავზე მადრის.
მე ნისლი, მე ქარი დავქრი ლეოპარდი.
ხედავ ამ შენს მუზას სად არ ჰქონდა ღუზა.
მე დღის სიცილს ვსვამდი, ღამის ცრემლებს ვგავდი.
რა ღმერთში არ ვდუმვარ, რომელ წყლის მედუზა.
ვისში აღარ ვმრავლდი, სად არ დავსაფლავდი!
სულით, გონით, ხორცით მუდამ შემიყვარდი.
როგორც მინდა ვმღერდი, სადაც მინდა ვქნარდი-
ლანდი, ლეოპოლდი, ლორდი, ლეოპარდი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი